Saturday, December 26, 2009

ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა

  1. პროექტის სახელი: ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა
  2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ ჩვენი საამაყო პოეტისა და მოაზროვნის-ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მიდიან ფშავში, ჩარგალში და ადგილზე ეცნობიან მწერლის დაბადების ადგილს, სადაც გაატარა მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი. მოსწავლეები დაყოფილი არიან ჯგუფებად: წერენ გზამკვლევს მის შესახებ. ერთი ჯგუფი აწყობს გასაუბრებას ვაჟას ნათესავებთან, ჩაიწერს მათ ნაამბობებს და შემდეგ დაამუშავებს, მეორე ჯგუფი მოიკვლევს მწერლის შესახებ არსებულ ლიტერატურას და აცნობს ჯგუფის სხვა წევრებს. მესამე ჯგუფი იღებს ფოტო და ვიდეომასალას. მეოთხე ჯგუფი ამზადებს პროექტს სხვადასხვა თემაზე მწერლის შესახებ.საბოლოოდ ისინი იღებენ ასეთ შედეგს----- ხელთ აქვთ საკმაოდ საინტერესო მასალა ვაჟა-ფშაველას გარშემო და ისინი ამ მასალას გააცნობენ თავიანთ თანატოლებს.
  4. მონაწილეთა ასაკი: 13-14წელი
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები ეჩვევიან კვლევას, წერენ ვაჟა-ფშაველას შესახებ გამოკვლევას, ქმნიან მწერლის ენის მცირე ლექსიკონს.
  7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს.
  8. სარგებელი სხვებისთვის: კვლევის შედეგები დაიდება ინტერნეტში და დაინტერესებული პირები ნახავენ; მათაც გამოადგებათ ეს მასალა.
  9. სამუშაო ენა: ქართული
  10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, უვითარდებათ კვლევის, ძიების უნარ-ჩვევები.
  11. პროექტის ფასილიტატორი: ვერიკო ცხოვრებაძე.
  12. პროექტორის ელ.ფოსტა: veriko.cxovrebadze79@gmail.com

15. პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი: http://verikocxovrebadze.blogspot.com